დღე პირველი
ტრენინგის პირველ დღეს გავეცანი; ინტელის ძირითად მიზნებს, პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნას თითოეული მოდულის მასალების შესაქმნელად, პროექტის გეგმის შაბლონის, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკისა და პროექტის ნიმუშებს, განვიხილეთ პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომას.
გავეცანით ჩვენთვის საინტერესო პროექტებს და შემდეგ გავუზიარეთ ერთმანეთს. გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, დავიწყეთ სასწავლო გეგმის შევსება.ვისწავლე ბლოგის შექმნა და მასში რეფლექსიების გამოქვეყნება.
დღე მეორე
ტრენინგის მეორე დღეს გავეცანი პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას, სადაც იყო დაწვრილებით მოცემული თითოელი ინდიკატორი .გავიგე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მათი შედგენა.ვისწავლე სასწავლო პროექტის შედგენა, აგრეთვე ვისწავლე პუბლიკაციის შექმნა, რომელიც ხსნის პროექტის მნიშვნელობას. შევქმენით ბუკლეტები
მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღეს წერმოვადგინეთ პროექტის თემის სახელწოდება და ზოგადად ვისაუბრეთ ამ თემაზე.შევავსეთ ჩვენი პროექტის გეგმა და დრაივზე ავტვირთეთ ჩვენი პორტფოლიოს საქაღალდე, რომელიც გავაზიარეთ და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
მეოთხე დღე
ტრენინგის მეოთხე დღეს ვიმუშავეთ ბუკლეტების შექმნაზე, შევქმენით ჩვენი პროექტის პუბლიკაციები და ავტვირთეთ დრაივზე. დღეს
ვისწავლეთ: როგორ შევადგინოთ პროექტის კითხვარი გუგლის ფორმის დახმარებით. დრაივში შევქმენით გუგლის ფორმა, სადაც შევიტანეთ კითხვები და ავირჩიეთ სხვადასხვა ფორმის პასუხები.გავეცანით გუგლის ფორმის პარამეტრებს, რომელიც გავაზიარეთ ელ ფოსტის საშუალებით.
მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღეს ვიმუშავეთ ბროშურაზე და ძველი ჩავანეცვლეთ ახლით.ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შევსებაზე კეძოდ შევავსეთ წინარე ცოდნა, სასწავლო პროცედურები, ვისაუბრეთ შეფასების რუბრიკებზე.
მეექვსე დღე
ტრენინგის მეექვსე დღეს ერთ-ერთი თემა მედიარესურსების კრიტიკული შეფასება იყო.
შევადარეთ ჩვენი და მოსწავლეების კრიტიკული შეფასების დონე, განვსაზღვრეთ საკუთარი კომპეტენტურობა რესურსების სანდოობის შეფასებისას.ჩამოვაყალიბეთ ინფორმაციის სანდოობის შემოწმების გზები და ხერხები. ვისწავლეთ ჩვენთვის საინტერესო ფოტოს და მისი ისტორიის მოძებნა გუგლის დახმარებით.
მეშვიდე დღე
ტრენინგის მეშვიდე დღეს გევეცანით საპრეზენტაციო ფაილის შექმნას და შევავსე ჩემი საპრეზენტაციო ფაილი.ვისწავლეთ screenshot ის საშუალებით მონიტორის ფოტოს ჩასმა საპრეზენტაციოში, აგრეთვე ხმის დადება. ვისწავლეთ orlain ფოტოების ჩასმა.
მერვე დღე
ტრენინგის მერვე დღეს სააბოლოო სახე მივეცი ბროშურას, შევიტანეთ ცვლილებები გეგმაში, დავასრულე პროექტის საპრეზენტაციო ფაილი.